გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
წრეწირი და  წრე
საგანი/პედაგოგი
მათემატიკა/ლეილა მუჯირი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური  მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე. განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·        თემის შესწავლისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რა თვისებები გააჩნია ერთიდაიმავე წრეწირის რადიუსებს,  დიამეტრებს, რა   დამოკიდებულებაა მათ  შორის.
·        რომელია წრეწირის უდიდესი ქორდა.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
მათ. VI.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აკეთებს დასკვნას სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების შესახებ, მათ ცენტრებს შორის მანძილისა და რადიუსების გამოყენებით.

·        მოსწავლეებმა გეომეტრიულ  ფიგურებს შორის ამოიცნონ წრეწირი.
·        აღწერონ მისი ელემენტები. მონიშნონ წერტილები წრეწირის შიგნით და გარეთ, წრეწირზე.
·        შეაერთონ  ეს წერტილები ცენტრთან.
·        შეადარონ მიღებული მანძილები.
·        იცოდნენ განსხვავება წრეწირსა და წრეს შორის.
წინარე ცოდნა
 იციან: გეომეტრიული  ფიგურები - წერტილი , წრფე , მონაკვეთი , მრავალკუთხედი - ამოცნობა .
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ  შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით - ჩართულობა , დ/ს , პრეზენტაცია .
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
თვალსაჩინოება -სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, სახაზავი, ფანქარი, ფარგალი, ცარცი, სახელმძღვანელო.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა

აქტივობა 1-მისალმება  1 წთ

აქტივობა 2-საშინაო დავალების ანალიზი.   5 წუთი                      კითხვები:  
1. როგორ წავიკითხოთ მონაკვეთი  2. თუ შეიძლება გავზომოთ მონაკვეთი, წრფე                 
3. რა სახის მრავალკუთხედები იცით.   
4.რამდენი გვერდი და რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს და ა  .შ.

გაკვეთილის B-ფაზა-ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3.მასწავლებელი თხოვს ბავშვებს დაფაზე  მოცემულ ნახაზებზე გამოიცნონ წრე. შემდეგ ეხმარება მათ წრეწირის დახაზვაში, აცნობს  ტერმინებს, -რადიუსი, დიამეტრი , ქორდა   .ავალებს მათ დააკვირდნენ რა განსხვავებაა ,წრესა და წრეწირს შორის.                        
შეადარონ მანძილები:
1. წრეწირზე  მდებარე წერტილებიდან  ცენტრამდე ,
2-წრეწირის შიგნით მდებარე წერტილებიდან ცენტრამდე რადიუსს.
3. წრეწირის  გარეთ მდებარე წერტილებიდან  ცენტრამდე - რადიუსს. -12-წუთი

C-ფაზა -რეფლექსია

აქტივობა-4 კლასს ვყოფ 4 ჯგუფად .1 ჯგუფს  ევალება წრეწირზე  აღნიშნული  წერტილები შეაერთონ ცენტრთან ,შეადარონ მიღებული მანძილები რადიუსს. 2ჯგუფი-წრეწირის შიგნით აღებული წერტილები შეაერთონ ცენტრთან , მიღებული მანძილები  
შეადარონ რადიუსს. 3-ჯგუფი-წრეწირის  გარეთ აღებული წერტილები შეაერთონ ცენტრთან , შეადარონ მიღებული მონაკვეთები რადიუსს. მე-4 ჯგუფი დახაზონ სხვადასხვა  სიგრძის ქორდები. -12 წუთი

აქტივობა -5 ოთხივე ჯგუფი ახდენს თავისი ნაშრომის პრეზენტაციას . -8 წუთი

აქტივობა -6 მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ დასკვნებს : ა) წრეწირის ნებისმიერი წერტილი თანაბრადაა დაშორებული ცენტრიდან ბ) წრეწირის ქორდებს შორის უდიდესია დიამეტრი , რადიუსზე ორჯერ მეტია. 3-   წუთი
აქტივობა -7 საშინაო დავალების მიცემა-2 წუთი.
აქტივობა-8 შეფასება 2-წუთი

            

No comments:

Post a Comment